მთავარისიახლეებიხერსონის მუზეუმიდან რუსებმა არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებიც წაიღეს

ხერსონის მუზეუმიდან რუსებმა არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებიც წაიღეს

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ხერსონის რეგიონში, რუსები ძარცვავენ მუზეუმებს, ანადგურებენ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, თითქმის შეწყვეტილი აქვთ რეგიონის საკვებით მომარაგება.

მისივე განცხადებით, საომარი მდგომარეობის საბაბით “რუსეთის ხელისუფლებამ” მოაწყო მატერიალური ფასეულობების და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნივთების მასობრივი ქურდობა ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

“აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა გაძარცვეს შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის რეგიონალური ხელოვნების მუზეუმი და გაიტანეს არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ხერსონის ოლქის სახელმწიფო არქივიდან ამოღებულია ყველა საოფისე ტექნიკა, ასევე საარქივო მასალა, მათ შორის მე-18-19 საუკუნეების დოკუმენტები”, – ამბობს ის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის წარსული ომი მომავლის წინააღმდეგ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...