აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

0
214

ამერიკა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და, პირველად, 4 ადვილად გადაადილებად Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემას.

“ეს გაზრდილი საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს საკრუიზო რაკეტებისა და ირანული თვითმფრინავების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის”, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

აშშ ასევე შეიძენს 100 000 ტყვიას ჰაუბიცის არტილერიისთვის სამხრეთ კორეელი მწარმოებლებისგან, რათა მიაწოდოს ის უკრაინას.

წინა სტატიააშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი გაუუქმა
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური