დარჩება თუ არა მთავარი არხის ყოფილი წამყვანი პატიმრობაში? – თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი იწყება.
ლაშა ნაკაიძის უფლეადამცველმა სხდომის დაწყებამდე საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.
მან თქვა, რომ სასამართლოს სამედიცინო დასკვნა მათთვის ცნობიია, რაც აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გაუპატიურება არ ყოფილა.
ამიტომაც დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი შუმადგომლობა იქნება, რომ გაუქმდეს გაუპატიურების მუხლი, რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფით მუქარას, ამასთან დაკავშირებით, ნაკაიძის ადვოკატი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
ლალი ბიბილეიშვილი დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლას მოითხოვს. შესაბამისად, დაცვის მხარეს ექნება შუმადგომლობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ყოფილი წამყვანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
მექნება შუამდგომლობა ერთ-ერთი მუხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ 137-ე მუხლის, გაუპატიურების. ჩვენ მივიღეთ სასამართლოს სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს, რომ დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. არაფერს არ აღიარებს, აღნიშნულ შუამდგომლობას არ ჰქონია ადგილი. პირიქით და მე ძალიან მჯერა. თქვენ წარმოიდგინეთ ძაან ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ მჯერა. ერთი ექსპერტიზა მოვიდა, რარაცასაც ველოდებით კიდევ“. – ამბობს ლალი ბიბილეიშვილი.
“მთავარი არხის” ყოფილი ტელეწამყვანი 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.