მთავარისიახლეებისაზოგადოებაBloomberg: პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება

Bloomberg: პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება

Published on

პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს და განმარტავს, რომ კრემლთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ კრემლი პრეზიდენტის დაცვას ცდილობს უკრაინაში შეჭრის გამო პოტენციური დაძაბულობისგან.

გამოცემის ცნობითვე, სამიტზე პუტინს, სავარაუდოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩაანაცვლებს.

მანამდე კი ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა G20-ის სამიტში მიიღოს მონაწილეობა. მაშინ ვიდოდომ თქვა, რომ პუტინს ესაუბრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამ ღონისძიებას არ დაესწრება.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, თუმცა ფორმატი ჯერ დადგენილი არ არის.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...