კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

0
220

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, კოვიდსტატისტიკა მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.

წინა სტატიაზის სახლში და იქიდან მართავს ქვეყანას? მაშინ ეს ყოფილა, ზეციური მოვლენა – წაქაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიარუსეთისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური