ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ კარგად იცის ვინ არის ივანიშვილი – კალაძე

0
203

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება, ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არანაირი ფასი არ აქვს თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინ წინ. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები”.

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

წინა სტატიაენმ-ში ახლა ნომერ პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა – მინაშვილის პასუხი თანაგუნდელებს
შემდეგი სტატიარუსეთმა ომში ტანკების ნახევარი სავარაუდოდ უკვე დაკარგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური