მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა – ადვოკატი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტუბერკულიოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა:

დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულიოზის ჩხირი დაუდგინა. მის ტუბერკულიოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან 1 საათის წინ ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ”- თქვა ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში საუბრისას.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....