თბილისში ბინის ქირა 75%-ით გაიზარდა

0
201

ბინის ქირა რეკორდულად გაძვირდა – გასულ წელთან შედარებით ბინის დაქირავება 75%-ით არის გაძვირებული. ინფორმაციას “თიბისი კაპიტალი” აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 20%-ით არის გაზრდილი უძრავი ქონების ღირებულებაც.

აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას დედაქალაქში ჩამოსული სტუდენტობას უქმნის, რომლებიც ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ.

ექსპერტები მთავარ მიზეზად რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ასახელებენ, რომლებსაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, ვიდრე უბრალო სტუდენტებს.

ძირითადად რუსეთის მოსახლეობაა ყველაზე მეტი შემოსული 24 თებერვლის შემდეგ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეს ბინის ქირის გაძვირების. დიდი ალბათობით სამწუხაროდ ბინის ქირაზე ფასი ვერ დაიკლებს საქართველოში და მითუმეტეს ამ ზამთარში. თუ დაშოშმინდა ეს კონფლიქტი, რომელიც დაწყებულია, შეიძლება გაზაფხულიდან მოხდეს ცოტა კორექტირება, – ამბობს ექსპერტი ნიკა შენგელია.

წინა სტატიახერსონთან დაცემულ ლევან სახელაშვილს თბილისში გამთენიისას ჩაასვენებენ
შემდეგი სტატიაევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური