მთავარისიახლეებივინც თქვენს დუმილს "ბიზნესის უსაფრთხოებით" ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი -...

ვინც თქვენს დუმილს “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი – უგულავას მიმართვა ქართულ ბიზნესს

Published on

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და მიზნესმენებს მიმართვას.

უგულავა ღიად აფრთხილებს მფლობელ/დირექტორებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე შეიძლება ერთ დღეს თავადაც აღმოჩნდნენ, მაგრამ ხმის ამომღები აღარავინ იყოს.

“მიმართვა ქართულ ბიზნესს:

ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში ხარ ჩვეულებრივი შ.პ.ს. მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ “გვარამიას საქმე” მათ არ შეეხებათ. სამართლებრივი პრეცენდენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის “შავი მილები” და საქმე უკვე აწყობილია. გაჩარხულია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება ვიდრე დღეს იყო. ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს. ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ აღარავინ იქნება ხმის ამომღები

Nika Gvaramia იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი. თქვენ კი ვინც თქვენს დუმილს თქვენი “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა” – წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას ბრალი დაუმძიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ სასჯელი ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...