მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა 3 მოქალაქე გაიტაცეს, მათგან ერთი მოზარდია

0
239

მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს – გატაცებულთა შორისაა სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდი.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, გატაცებულები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ წასული და ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოსთან. ადგილობრივებმა, ასევე, გაიგეს გასროლის ხმაც.

ერთ-ერთი გატაცებულის, ვალერი ჯოხაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მოხმარება სჭირდება.

ცნობისთვის, უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

წინა სტატია“მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, სიცხე აქვს”- ხაჭაპურიძე
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური