ჩრდილოეთ კორეა ფარულად ამარაგებს რუსეთს საარტილერიო ჭურვებით – ჯონ კირბი

0
214

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ფარულად აწვდის საარტილერიო ჭურვებს, საუბარია „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ საბრძოლო მასალაზე – აცხადებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი.

მისი თქმით, თეთრ სახლს ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია აქვს.

“სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ უარყო, რომ აპირებდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ის ფარულად აწვდის მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის”, – ამბობს კირბი.

თუმცა, კირბის თქმითვე, ოფიციალური ფხენიანი ცდილობს დამალოს საარტილერიო ჭურვების დანიშნულება და ამტკიცებს, რომ იარაღი მიდის ახლო აღმოსავლეთის, ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

წინა სტატიაპრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა – კობახიძე
შემდეგი სტატიამედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური