მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიევს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება - კულება

კიევს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება – კულება

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაზე 12 ქვეყანასთან შეთანხმდნენ.

კულებას თქმითვე, ამ საკითხზე უკრაინელი დიპლომატები მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პარტნიორებთან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნები განაახლა.

“ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებისა და კომპანიებისგან: ისრაელი, ესპანეთი, იტალია, ლიეტუვა, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. საუბარია 954 ერთეულ ენერგეტიკულ აღჭურვილობაზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორთა წრისა და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად”- აღნიშნა კულებამ.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...