მთავარისიახლეებისაზოგადოებაავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე- ზელენსკი

ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე- ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ რუსები “ავადმყოფი ხალხია”.

საუბარია ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ამტკიცებს, რომ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში 29 ოქტომბერს მათი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს თავს სამოქალაქო გემიდან დაესხნენ.

“ჯერ მებრძოლ ფრინველებზე ისაუბრეს, მერე მებრძოლ კოღოებზე, ახლა მებრძოლ მარცვლეულებს, რომ ხორბალი არის მკვლელი, რომელიც ახრჩობს რუს ადმილარებს. ავადმყოფი ხალხია, მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ, რომ ტერორისტი სახელმწიფო შანტაჟის ოდნავ შემცირებაზე დაარწმუნონ. ჯერჯერობით ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება უფრო დაინტერესებულია საკვები კრიზისის გაუარესებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებით, სხვათა შორის, ეს პასუხია ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან ტოვებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე “თავდასხმების” შემდეგ მიიღო.

უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...