ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

0
446

ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გ.გ. დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ადასტურებენ. 

იმის გამო, რომ დაღუპული მებრძოლის ოჯახს ცნობა ჯერ არ მიუღია, ვინაობას ჯერ არ ვასაჯაროვებთ – დაღუპული ქართველი ახალგაზრდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე იბრძოდა. 

გ.გ. 24 თებერვლის შემდეგ 23-ე, “მაიდნის რევოლუციიდან” დღემდე კი 37-ე ქართველია, რომელმაც უკრაინისთვის თავი გაწირა. 

შეგახსენებთ, ბახმუტთან დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლი მიშა კაპლანი თბილისში გუშინ, 29 ოქტომბერს დაკრძალეს. 

წინა სტატიარუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა შესაძლოა სულ მალე დასჭირდეს – ზელენსკი
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური