უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო.
ორბანმა განცხადება საქართველოს პრემიერ ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ.” თქვა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. როგორც ის ამბობს, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით.