მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო - მურუსიძე მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე

ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო – მურუსიძე მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე

Published on

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მოსამართლეები აშშ-ში “ექსკურსიაზე დაჰყავთ” და რეალურად იქ არაფერს სწავლობენ. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები სასამართლო სისტემას საბჭოს გვერდის ავლით ეხმარებიან.

“სამოქალაქოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. რაც არ უნდა [ტომ] ბრეიდი ჰყავდეთ, რომ ჩამოიყვანო და ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს, რამე შედეგი იქნება? ამიტომ ვიძახი, საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება… ხელგაშლილი შევეგებებით და რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება უფრო ეფექტური. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები… მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა… გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი?” – თქვა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა მოქმედი მოსამართლე ეკა არეშიძე. მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა:

“ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით. მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან. მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღწვის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება”.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...