აშშ ევროპაში განახლებული ბირთვული იარაღის განთავსების პროცესს აჩქარებს – POLITICO

0
212

გამოცემა POLITICO დიპლომატიურ გზავნილსა და საკითხის მცოდნე 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკამ დააჩქარა ევროპაში, ნატო-ს ბაზებზე ზუსტი ბირთვული ბომბის განთავსების პროცესი.

მოდერნიზებული B61-12 ტიპის ბომბის ჩასვლა ევროპაში, თავდაპირველად მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი დრო ამ წლის დეკემბრისთვის გადმოიწია, განუცხადეს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ნატოს მოკავშირეებს ამ თვეში ბრიუსელში დახურული შეხვედრის დროს.

ეს ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ძველი იარაღის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლებას ევროპის სხვადასხვა საცავებში აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენებისთვის, მოჰყვა გაძლიერებულ დაძაბულობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის მუქარის და დასავლეთის მზარდი შეშფოთების ფონზე.

პენტაგონის სპიკერმა გამოცემას უთხრა, რომ აშშ-ს B61 ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს და პროცესი არანაირად არ დაჩქარებულა და არაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.

წინა სტატიამართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით – ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიაეს არის სიგნალი შტატებიდან ივანიშვილისთვის, რომ ის, შესაძლოა, ძალიან მალე დასანქცირდეს – ხაბეიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური