დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის საბჭოში დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს – მისი თქმით, “საკითხზე შეფასებას ალბათ გააკეთებს ევროკავშირის კომისია”.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია” – თქვა დიპლომატმა.
კელი დეგნანი ხაზგასმით ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გატარების აუცილებლობა არამხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციით, არამედ ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული:
როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლმსაჯულების რეფორმა არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიათაგან ერთ-ერთი. ის არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის სიაში, ამაზე საუბარია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ნებმისმერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო, რათა დაიცვას დემოკრატია. სასამართლო რეფორმაში პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიცია, დაინტერესებული მხარეებიც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროში, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები თუ როგორ გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა”, – ამბობს კელი დეგნანი.