უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოსთან – სტოლტენბერგი

0
212

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ეს, ასევე, ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ახლო პარტნიორებთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, რაც განსაკუთრებით უკრაინაზე ბრუტალური თავდასხმის ფონზე ხაზს უსვამს საქართველოსნაირ ქვეყანასთან უფრო აქტიურად მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ საკითხების გადაჭრას, როგორიცაა: კორუფციისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი, რაც უფრო გადაჭრის საქართველო ამ საკითხებს, მით უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატოს მოკავშირეებისგან”,- თქვა სტოლტენბერგმა.

საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

წინა სტატიავაკის პარკის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაგაერო-ში ირანული დრონების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური