გამოძიების ვერსია არათუ გამორიცხავს, არამედ ადასტურებს კალაძის პასუხისმგებლობას – გიორგი შარაშიძე

0
220

ჩამოშლილი სისტემა, კორუფცია და ნეპოტიზმი – 9 ადამიანის დაკავების, გაყალბებული დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ ხელისუფლების გარდა ყველა დედაქალაქის მერის გადაგომას ითხოვს.

პარტიის ,,საქართველოსთვის” საკრებულოს წევრი, გიორგი შარაშიძე, აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პოლიტიკურ კორუფციასთან:

გამოძიების ვერსია არათუ გამორიცხავს ბატონი კალაძის პასუხისმგებლობას, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ, პოლიტიკურ კორუფციასთან.

შესაძლებელია, გადაფარვას ცდილობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო წინ წავა გამოძიება, რაც უფრო გაფართოვდება პირთა წრე, მით უფრო გამოვლინდება, რომ სახეზეა სისტემური პოლიტიკური კორუფცია – ამბობს გიორგი შარაშიძე.

თუმცა კალაძე მორალურ და პოლიტიკური პასუხიმგებლობას ვერ გრძნობს და ოპოზიციის განცხადებით, საკუთარი დანაშაულის გადაფარვას იაფფასიანი პიარკამპანიით ცდილობს.

წინა სტატიავაკის პარკის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – ნაწილი ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური