“ვცდილობთ, დავარწმუნოთ “ქართული ოცნება”, შეწყვიტოს პოლიტიკური თამაშები”- კუბილიუსი

0
247

“ვცდილობთ, დავარწმუნოთ “ქართული ოცნება”, შეწყვიტოს პოლიტიკური თამაშები” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ფორმულას ეთერში საუბრობს.

რა თქმა უნდა, ყველას, საქართველოს მოქალაქეებს და პარტნიორებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ გვენახა როგორ დაძლევს საქართველო 12-პუნქტიან მოთხოვნებს და გახდება კანდიდატი ქვეყანა. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ევროკავშირის ლიდერების პოზიციებში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური სურვილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო.

ევროკავშირის მხრიდან ნათელი გაგება არსებობს, რომ გაფართოება უნდა წავიდეს წინ, უფრო ამბიციურად, უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად. ევროკავშირის ინსტიტუტებს ვუბიძგებთ, რომ წინ იმოძრაონ, და თუ საქართველო ვერ შეასრულებს პირობებს, ნელა იმოძრავებს ამ პირობების შესრულების გზაზე და თუ ის ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, ეს თქვენთვის სასარგებლო არ იქნება.

ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები; არ ვიცი რა დავარქვა იმას, როცა მმართველი პარტია იმას უყურებს ვინ დაადანაშაულოს, ადანაშაულებს ელჩებს, საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში. მათ [ქართული ოცნება] საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულონ და არა ეძებონ ვინ დაადანაშაულონ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს ხალხს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა” – ამბობს კუბილიუსი.

წინა სტატიაცივი ომის შემდგომი სამყარო დასასრულს მიუახლოვდა- ბლინკენი
შემდეგი სტატიარუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური