რუსეთი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას – ზელენსკი

0
271

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს მომხდარი თავდასხმების შემდეგ განაცხადა, რომ მტერი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას. მისი თქმით, ოკუპანტები მიიღებენ სამართლიან სასჯელს და უკრაინა გაიმარჯვებს.

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქს სულ მცირე ოთხჯერ დაარტყეს “კამიკაძე” დრონებით.

“მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ.

მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების “შადედ-136” – ცნობილი როგორც “კამიკაძე დრონი”, უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.

წინა სტატიაგამთენიისას ოკუპანტებმა კიევი ირანული დრონებით დაბომბეს
შემდეგი სტატიამაია სანდუ – ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური