მაია სანდუ – ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება

0
219

ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, – ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი – ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება. ჩვენი მომავალი გახლავთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ღირებულებით სფეროში ევროპის. ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა თავისუფლად განვვითარდეთ უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფარგლებში.

დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობა, ღირებულებებისა და გამოცილებების გაზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი. ასევე, ეს დაეხმარება მოქალაქეებს იცხოვრონ თავისუფალ სამყაროში, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა მაია სანდუმ.

წინა სტატიარუსეთი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას – ზელენსკი
შემდეგი სტატიაეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი არსებობს ჩვენ თავთან – ზურაბიშვილი EU-ს 12 რეკომენდაციაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური