მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის მებაღე, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის აუზში, ბავშვების გადასარჩენად ჩავიდა

ვინ არის მებაღე, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის აუზში, ბავშვების გადასარჩენად ჩავიდა

Published on

თვითმხილველის ცნობით, პირველი ზრდასრული, ვინც ვაკის პარკის შადრევნის აუზში მოზარდების დასახმარებლად შევიდა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ, დასუფთავების ჯგუფ “ეკო სერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია, რომელიც იქვე, ახლოს იმყოფებოდა.

ასევე, თვითმხილველი ჰყვება, რომ ის წყალში რამდენჯერმე შევიდა იმის მიუხედავად, რომ ყოველ შესვლაზე დენი ურტყამდა.

სავარაუდოდ, სწორედ მისმა სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა ორი ბავშვის სიცოცხლე, თუმცა, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ტრაგედიის თვითმხილველები ასევე, საუბრობენ ერთ ქალზე, რომელმაც გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა წყლიდან ამოყვანილ მარიტას და მის რეანიმირებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკის აუზში, რომელიც ქალაქის მერმა კახა კალაძემ 12 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა, 13 წლის მოზარდებს, 55-ე სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა და ერთი, მარიტა მეფარიშვილი, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციის განყოფლებაში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ერთი მოზარდი კონტაქტურია, მესამე მოზარდი კი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზეა.

ვინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის აუზი – დეტალები

სიახლეები

სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ...

კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ...

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...