ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის ნომინანტები დაასახელა.
2022 წლის ნომინანტების სიაში არიან:
“მამაცი უკრაინელი ხალხი, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენს” – წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ;
“უკრაინელი ხალხი” – წარდგენილია განახლებული ევროპა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) მიერ
“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ნომინირებულია ევროპელი კონსერვატორებისა და ეფორმისტების (ECR) მიერ.
სიმართლის კომისია კოლუმბიაში;
სონია გუაჰარა – ბრაზილიელი აქტივისტი;
შირინ აბუ აკლე – Al Jazeera-ს ჟურნალისტი, რომელიც 2022 წლის მაისში გარდაიცვალა;
ჯულიან ასანჟი, WikiLeaks-ის დამფუძნებელი.
ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტის მიერ დაფუძნდა.
ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატებისთვის:
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
უმცირესობის უფლებების დაცვა.