მთავარისიახლეებისაზოგადოება"მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს" - ბაიდენი

“მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს” – ბაიდენი

Published on

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსა და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მხარდაჭერაზე წერს.

დოკუმენტის ერთ-ერთ თავში ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზეა საუბარი. განცხადებაში წერია, რომ აშშ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებსა და მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართ ერთგულებას მხარს დაუწერს:

“რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...