მთავარისიახლეებისაზოგადოებამაკრონი - საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს მომავალში მიაწვდის

მაკრონი – საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს მომავალში მიაწვდის

Published on

საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, სარაკეტო სისტემებსა და იარაღს უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის “დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას” მოჰყვა.

„ეს არის ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან და დრონებიდან დაბომბვის ახალი ეტაპი ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ უკრაინას სარადარო და სარაკეტო სისტემებს უახლოეს კვირებში მიაწვდიან, რათა ქვეყანა დრონებისგან და სარაკეტო შეტევებისგან დაიცვან.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

„ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ვიყენებთ ინფორმაციის იარაღს”, – თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთი იყენებს მრავალფეროვან მიდგომებს კონფლიქტისთვის, მათ შორის: პროპაგანდისტულ არხებს, მიგრაციის იარაღად ქცევას, შანტაჟსა და შიმშილს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...