მთავარისიახლეებიმსოფლიოჩეხეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72M4CZ-ს ტიპის ტანკს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72M4CZ-ს ტიპის ტანკს უგზავნის

Published on

ჩეხეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72M4CZ-ს ტიპის ტანკს გაუგზავნის, სანაცლოდ კი გერმანიისგან Leopard 2A4-ის ტანკებს და დაჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Buffalo-ებს მიიღებს.

ზემოხსენებული ჩეხური ტანკი არის T-72M1-ის მოდერნიზებული ვერსია. განახლება შეეხო ტრანსმისიას და ძრავს -780-ის ნაცვლად 1000 ცხენისძალიანი ძრავი დაუყენეს.

განახლდა ცეცხლის მართვის სისტემა- ეკიპაჟის ყველა წევრს ღამის და სითბური ხედვის სამიზნეები გააჩნით – ტანკის მეთაურებისთვის დაყენდა პანორამული ხედვის კამერები . განახლების ფარგლებში ტანკს კავშირგაბმულობის და Gps ნავიგაციის ახალი სისტემაც დაემატა.

T-72M4CZ აღჭურვილია ლაზერული გამაფრთხილებელი სისტემით , რომელიც აფრთხილებს მეთაურს მაშინ , როდესაც ლაზერული მანძილმზომით ტანკსაწინააღმდეგო ლაზერით მართვადი სისტემიდან , ან ტანკიდან უმიზნებენ. აღნიშნული სისტემა ამცნობს მეთაურს, თუ რომელი მიმართულებიდან და რა მანძილიდანაა ტანკი მიზანში ამოღებული.

ზემოხსენებული ტანკისთვის ახალი ტიპის 125მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებიც დამზადდა , რომლის ფონზეც მათ მიერ ჯავშნის პენეტრაცია გაზრდილია.

რა თქვა თეთრმა სახლმა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემაზე

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...