მთავარისიახლეებიმსოფლიორა თქვა თეთრმა სახლმა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემაზე

რა თქვა თეთრმა სახლმა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემაზე

Published on

რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების მასირებული სარაკეტო დაბომბვების შემდეგ აშშ-მა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორსმოქმედი შეიარაღების, მათ შორის, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გადაცემას. თუმცა ამ მიმართულებით დამატებითი დეტალები ჯერაც არ არის ცნობილი.

11 ოქტომბერს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, პასუხად შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, განაცხადა:

“ჩვენ არანაირ შესაძლებლობებს არ გამოვრიცხავთ. უკრაინასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ. ამ კვირას ბრიუსელში ტარდება შეხვედრა. აშშ თავდაცვის მინისტრი ისევ შეკრებს უკრაინის ჯგუფის წევრებს, 50 ქვეყნის მონაწილეობით, რათა უკრაინის საჭიროებები განიხილოს. ამის შემდეგ დავინახავთ სრულ სპექტრს, სხვა განცხადებას დღეს ვერ გავაკეთებ”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად მიდის უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე, აქედან გამომდინარე კი აშშ გეგმავს გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და დახმარება. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ კრემლმა გააჩაღა ომი უკრაინაში და მხოლოდ მას შეუძლია ჯარების გაყვანა უკრაინიდან.

“უკრაინა პირველ ორ NASAMS-ს უახლოეს მომავალში მიიღებს”, – აცხადებს ჯონ კირბი.

P.S. სულ აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS გადასცემს.

თვალი ადევნეთ “ოდიშინიოუსის” ტელეგრამ-არხს

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...