მთავარისიახლეებიმსოფლიოლუგანსკის ოლქში 7 ახალი დასახლება, ხერსონის ოლქში - 1.170 კვ.კმ - უკრაინა...

ლუგანსკის ოლქში 7 ახალი დასახლება, ხერსონის ოლქში – 1.170 კვ.კმ – უკრაინა ტერიტორიას იბრუნებს

Published on

წარმატებული კონტრშეტევების ფარგლებში ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან 1170 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორია გაათავისუფლეს, ლუგანსკის ოლქში კი 7 დასახლებული პუნქტი: ნოვოლუბოვკა; ნეცსკოე; გრეკოვკა; ნოვოეგოროვკა; ნადია; ანდრეევკა; სტელმახოვკა დეოკუპირებულია. ამასთან, შეტევა და წინსვლა გრძელდება. 

ამ მნიშვნელოვანი ამბის გარდა, გასული დღე-ღამე იმითაც იყო გამორჩეული, რომ რუსეთმა დაუნდობელი სარაკეტო იერიში განახორციელა ზაპოროჟიის მხარესზე. ზოგადად, ზაპოროჟიეში, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მთლიანად, რეგიონებში დაღუპულთა რიცხვი 43 შეადგენს. 

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ძალებმა 200-ზე მეტი საცეცხლე დავალება შეასრულეს, განადგურებულია:

⚪ 83 ოკუპანტი,
⚪ 4 ტანკი,
⚪ 4 ჰაუბიცა «Мста-Б»,
⚪ 2 ერთეული 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი,
⚪ 7 ერთეული ჯავშანტექნიკა.

ასევე, განადგურებულია:

⚪ საბრძოლო მასალების სამი საწყობი ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში და ერთი სამეთაურო პუნქტი კახოვკაში.

შოიგუ და გერასმოვი, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრობიდან და გენშტაბის უფროსობიდან გადააყენეს, – მიიჩნევს აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

შესაძლოა,შოიგუ ტულის გუბერნატორმა ალექს დიუმინმა ჩაანაცვლოს, გერასიმოვი კი სახმელეთო ჯარების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე მატოვნიკოვმა.

აშშ-ის კონგრესში შეტანილია კანონპროექტი ტერორისტ-სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებისა და უკრაინაში რუსეთის მიერ ცადენილი დანაშაულის უკრაინელთა გენოციდად ცნობის შესახებ.

მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა შსს-ში უჩივლა მეხუთეკლასელ მოსწავლეს, მისი ლურჯ-ყვითელი (უკრაინის დროშის ფერებში) ავატარის გამო, სკოლაში გამოცხადებულმა პოლიციელებმა კი გოგონა გაკვეთილის მიმდინარეობისას დააკავეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

ტრაილერის მძღოლმა შეკვეთა ინტერნეტით აიღო და საქართველოც გაიარა – ახალი დეტალები ყირიმის ხიდის საქმეში

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...