მთავარისიახლეებიმსოფლიო"საიდუმლო დივერსიის შედევრი" - BBC-მ ყირიმის ხიდის ვერსიებზე ექსპერტები გამოკითხა

“საიდუმლო დივერსიის შედევრი” – BBC-მ ყირიმის ხიდის ვერსიებზე ექსპერტები გამოკითხა

Published on

ბრიტანეთის არმიის გადამდგარი ექსპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში ყირიმის ხიდის აფეთქებას “საიდუმლო დივერსიის შედევრს” უწოდებს. 

“ხიდის სავალ ნაწილზე დაზიაანებების, ღრმულების არარსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ საავიაციო იარაღი არ გამოყენებულა”, – აცხადებს გადამდგარი ექსპერტი BBC-სთან საუბარში. მისი აზრით, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო “ხიდს ქვემოდან განხორცილებული შეტევა”. ის ვარაუდობს, რომ აფეთქება საავტომობილო ხიდსა და სარკინიგზო ნაწილზე, პრაქტიკულად, ერთდროულად იყო პროვოცირებული კოდირებული რადიომართვის მეშვეობით. 

ავსტრალიის არმიის გადამდგარმა გენერალმა მიკ რაიანმა კი “ტვიტერზე” დაწერა, რომ ხიდის ამგვარი ჩანგრევა მხოლოდ ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიძლებოდა გამოეწვია. დაახლოებით იმდენს, რამდენსაც რამდენიმე ადამიანიც კი ვერ მოერეოდა, რათა ეტარებინა. ამას გარდა, საჭირო იქნებოდა კარგად მოფიქრებული აფეთქების გეგმა, რადგან რკინა-ბეტონის ხიდები ყველაზე მდგრადი ხიდებია. “რამდენიმე სატვირთოს ან რაკეტას/ბომბს შეეძლო ამ შედეგისთვის მიეღწია, თუკი მათ ზუსტად მიმართავდნენ ხიდის საჭირო მონაკვეთებზე”, –  დარწმუნებულია რაიანი. 

ბიბისი წერს, რომ ხიდის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებულია სტაციონარული ინსპექციური დასათვალიერებელი რადიოტექნიკური კომპლექსი СТ-6035, მანქანების დათვალიერებას კი ტრანსპორტის სამინისტროს საუწყებო დაცვის სამმართველო აწარმოებს, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყირიმის ხიდის დაცვა მიმდინარეობდა გეგმიურ რეჟიმში. ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ ხიდის დაცვის პრეროგატივა ამ უწყებას და როსგვარდიას ჩამოერთვა და ფსბ-ს გადაეცა. 

შეგახსენებთ, ოფიციალური (რუსული) ცვერსიით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა, რომელიც კრასნოდარიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე მიდიოდა. სავარაუდოდ, იქ ასაფეთქებელი ნივთირებები იყო განთავსებული და მოწყობილობა დამონტაჟებული. არ გამორიცხავენ წყალქვეშა დივერსიასაც. 

ყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე – რა ვიცით ამ დროისთვის

სიახლეები

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის...

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

"ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში...