მთავარისიახლეებიმსოფლიომინიმუმ, 17 დაღუპული - რუსული სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე

მინიმუმ, 17 დაღუპული – რუსული სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე

Published on

თბილისის დროით, 07:00 საათის მონაცემებით, წუხანდელი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, მინიმუმ, 17  ადამიანი დაიღუპა: ერთი რაკეტა საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, სადაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს. 

ზაპოროჟიის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ სტარუხი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეიკრიბონ აფეთქების ადგილებთან, რადგან იგივე ლოკაციებზე განმეორებითი დარტყმებია მოსალოდნელი.

საერთო ჯამში, რუსული იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეში 5 სახლი დაინგრა, 40-ზე მეტი კი დაზიანდა. შეგახსენებთ, ზაპოროჟიის ნაწილი ოკუპირებულია – მის სამხრეთ ნაწილს, მელიტოპოლისა და ზაპოროჟიის აეს-ის ჩათვლით, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. 

ვინ არის “მრისხანე გენერალი” რომელიც “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უხელმძღვანელებს

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...