მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ არის "მრისხანე გენერალი" რომელიც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უხელმძღვანელებს

ვინ არის “მრისხანე გენერალი” რომელიც “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უხელმძღვანელებს

Published on

“სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ახალი მეთაური ჰყავს – გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც სირიაში რუსეთის ოპერაციების სამხედრო მეთაური იყო. მას უკრაინელები ახასიათებენ, როგორც კორუმპირებულ გენერალს, რუსი სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები კი წერენ, რომ ის არის გენერალი, ვისიც ყველას ეშინია და ვინც კოჭს არ გაუგორებს უნიათო მეთაურებს.

1991 წელს კაპიტანი სუროვიკინი მეთაურობდა მე-2 გვარდიული ტამანის მოტომსროლელი დივიზიის ბატალიონს, რომელიც მონაწილეობდა „მოსკოვში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით. აქციის დროს სამი აქტივისტი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, სუროვიკინმა პირველ მსხვერპლს შუბლში ესროლა. კაპიტანმა 7 თვე გაატარა „მატროსოვის ციხეში“, მაგრამ საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა.

წიგნში “ჩეჩნეთის საერთაშორისო ტრიბუნალი” ნათქვამია, რომ სუროვიკინი სავარაუდოდ პასუხისმგებელია მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულებზე.

ასევე, სუროვიკინი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში, მეთაურობდა რუსეთის დაჯგუფებას სირიაში. ამ ხნის განმავლობაში მან მიიღო დაწინაურება და “რუსეთის გმირის” ვარსკვლავი. მისი ბრძანებით იბომბებოდა სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები, სადაც არ იყო სამხედრო სამიზნეები.

სერგეი სუროვიკინის დანიშვნას დაემთხვა მოსკოვში სამხედროების აყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში შესულია ძერჟინსკის სახელობის ოპერდანიშნულების დივიზია, რომელიც როსგვარდიის ელიტად მიიჩნევა, – ინფორმაციას ГУР ავრცელებს.

არის ცნობები, რომ დივიზია ცენტრისკენ გადაადგილდება პოლიციის თანხლებით. ცნობილია სამხედრო პირების მასობრივი დაპატიმრების, ბლოკირებისა და შეყოვნების შესახებ. 

ამასთან, მოსკოვსა და მის შემოგარენში არსებული ყველა სამხედრო დანაყოფი გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზეა გადაყვანილი.

ყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე – რა ვიცით ამ დროისთვის

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...