ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ხანძარია ყირიმის ხიდზე, რომელიც ერთერთი მთავარი ნაგებობაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოფიციალური დადასტურება, რომ ყირიმის ხიდი დაიბომბა, ჯერ არ არსებობს, ოდესის ოლქის სამხედრო ადმიანისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი კი აცხადებს, რომ შესაძლოა, საწვავის ტერმინალი იწვოდეს.
“დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას”, – წერს სერგეი ბრატჩუკი.
ყირიმის ხიდიდან პირველი ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ნაგებობის ალმოდებული ნაწილი ჩანს.