„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები სპეციალური მიწვევით რუსეთში იმყოფებიან

0
292

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში არიან. ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ხალხის დაკვეთას ასრულებენ და ხელისუფლების გასაკეთებელს აკეთებენ.
5 ივლისის შემქმნელები თვლიან, რომ რუსეთში ყველაზე სწორ დროს იმყოფებიან.

„იმ ფონზე, როცა ოკუპანატი ქვეყანა უკრაინის ანექსიას ყოველწუთიერად ახორციელებს, ქვეყნის დაცვა ჩვენი ვალია „- ამბობს ზურაბ მახარაძე.

ევრაზიული ფორუმის ფარგლებში რადიკალური პარტიის წარმომადგნელები უკვე შეხვდნენ საბჭოს ლიდერებს.

„ორმხრივი ინტერესია, ჩენ კომუნიკაცია აქ პოლიტიკურ ჯგუფებთან მუდმივად გვაქვს. ევრაზიული ფორუმის შემდეგ იქნება კონერენცია, სადაც ჩვენი შეხედულებების პრეზენტაციას მოვახდენთ. მათი მოწვევით ვართ აქ“.- ამბობს კონსერვატიული მოძრაობის ლიდერი.

„პირველები“ ასევე დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება „კონსერვატიული მოძრაობის“ მოსკოვში ვიზიტი დაფინასების მოპოვებას. როგორც იცით, სწორედ ფინანსების არქონის გამო შეწყვიტა მაუწყებლობა „ალტ ინფოს“ ტელევიზიამ. თუმცა კოკა მორგოშიამ დაადასტურა, რომ „ალტ ინფომ“ დაფინანსება უკვე მოიპოვა, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

ვიზიტი კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება.

წინა სტატიაუკრაინამ კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად აღიარა
შემდეგი სტატიაყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე – რა ვიცით ამ დროისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური