ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა

0
216

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 2466
ჯავშანტექნიკა – 5093
საარტილერიო სისტემა – 1455
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 344
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 177
თვითმფრინავი – 266
ვერტმფრენი – 233
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1067
ფრთოსანი რაკეტა – 246
გემი/ნავი – 15
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3862
სპეცტექნიკა – 135
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

წინა სტატიათანამშრომლობდა სუსთან, აწვდიდა ინფორმაციებს – თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია, პარტიიდან გარიცხეს
შემდეგი სტატიალომჯარია: 2021-ში ოცნების ლიდერების მხრიდან მუდმივად ვიყავი პოლიტიკური თავდასხმების სამიზნე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური