მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი...

ბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“ – დავით ფარცვანიას პასუხი ყოფილ თანაგუნდელებს

Published on

თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ფარცვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა.

„პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?! მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს განცხადება“, – განაცხადა ფარცვანიამ.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ მიზეზები თავიდან ბოლომდე იცოდა, თუ რა პრეტენზიები ჰქონდა.

„101-ჯერ იყო თუნდაც გიორგი გახარიასთან შეხვედრა იმაზე, რა პრობლემებიც იყო. კიდევ ერთხელ არ ვაპირებდი. სრული პროცედურის დაცვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შევხვდი“, – განაცხადა ფარცვანიამ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოში პარტიის წევრი, დავით ფარცვანია მათი პოლიტიკური ძალიდან გაირიცხა. პარტიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, ფარცვანიამ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დატოვა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...