მთავარისიახლეები"ვივა მედთან" მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ენმ-ს წევრები იკრიბებიან - მესამე პრეზიდენტის...

“ვივა მედთან” მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ენმ-ს წევრები იკრიბებიან – მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა

Published on

ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იღებს საკვებს, ვეღარ ახერხებს მასთან მისულ ვიზიტორებთან საუბარს, ვეღარ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არ იღებს მედიკამენტებს და რეალურად სიკვდილს ებრძვის.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვივა მედი პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე იხსნის და შეკითხვებით მისულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას პენიტენციურ სამსახურთან ამისამართებს.

მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ – “ვივა მედის” დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე

“ვივა მედთან” იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

გიორგი ჩალაძემ მესამე პრეზიდენტს გადაადგილებისთვის ცოტა ხნის წინ, ხელჯოხები მიუტანა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...