ყველა პარამეტრი არის ძალიან მძიმე – დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილზე

0
214

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ითხოვს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ბიუროკრატიული წესების გარეშე მიეცეს უცხოელლ ექსპერტს, ნობელიანტ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

დეკანოიძე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქმის კურსში ჩააყენებენ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ მისიებს. ‘

როგორც დეკანოიძემ თქვა, რამდენიმე დღის წინ თავადაც ითხოვა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომ მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება დროულად მიეცათ უცხოელი სპეციალისტები, თუმცა უშედეგოდ:

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული და მისი მდგომარეობა იმსახურებს სასწრაფოდ აუცილებელ და გადაუდებელ არამხოლოდ შეფასებას, არამედ ჩარევას. ვესაუბრე თემურ ჯანაშიას, ასევე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში და მინდა მოგახსენოთ, რომ რეალურად, მისი ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის, არის ძალიან მძიმე და ეს უპირველეს ყოფილსა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა” ამბობს ხატია დეკანოიძე.

ენმ-ს ლიდერი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე სრულ პასუხისმგებლობას “ოცნების” ხელისუფლებას აკისრებს.

წინა სტატიახელჩართული ჩხუბი ხარაგაულში – “ოცნების” პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა
შემდეგი სტატია“ვივა მედთან” მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ენმ-ს წევრები იკრიბებიან – მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური