მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 3 ივნისს გაიმართება

0
237

ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 2023 წლის 3 ივნისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუკინგემის სასახლეს ჯერ კომენტარი არ გაუაკეთებია.

შეგახსენებთ, დედოფალი ელისაბედი 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტზე მეფე ჩარლზ III ავიდა, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად 10 სექტემბერს.

წინა სტატიახარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური