ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმებსა და არც რაიმე სახის ანექსიას ევროკავშირში არასდროს მიიღებენ.
“მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედეთ. ჩვენ არასოდეს მივიღებთ ყალბ რეფერენდუმსა და ანექსიას”, – დაწერა მან.
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ნავთობის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას მოიცავს.