მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტი იმყოფება

მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტი იმყოფება

Published on

ამ წუთებში კლინიკა ვივამედში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ცენტრ ემპათიის ექსპერტები და ამერიკელი ნევროლოგი იმყოფებიან. ამერიკელი სპეციალისტის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

“შევაფასებ ჩემი პაციენტის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩავატარებ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტიზას, როგორც ნევროლოგი, ჩავუტარებ ინტერვიუს და როგორც ფიზიკურ ასევე ნევროლოგიურ კვლევას, პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩემს კვლევას დავასრულებ”, – თქვა შაჰინ ემანუელ ლახანმა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ამერიკიდან ჩამოსული ექიმი კობი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ, მათ უწყებაში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინეს, რათა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა გასცეს.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...