ჯონ კირბი – აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

0
174

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, იმ შეშფოთების ფონზე, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, გაამწვავოს უკრაინასთან ომი, – იუწყება „სიენენი“ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბიზე დაყრდნობით. თუმცა, კირბის თქმით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინი ბირთვული დარტყმისთვის ემზადებოდეს.

ამასთან, აშშ ფიქრობს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში რეაგირებაზე.

„ჩვენ ვაკვირდებით ამას ყურადღებით, როგორც შეგვიძლია. არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებდა შეგვეცვალა შეკავების ჩვენი სტრატეგიული პოზიცია. ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საფრთხეებს სერიოზულად ვითვალისწინებთ.

ეს არის უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელიც მომდინარეობს თანამედროვე ბირთვული სახელმწიფოსგან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დავრწმუნდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი ნატო-ს მოკავშირეების ინტერესები” – აღნიშნა კირბიმ.

წინა სტატიაუფრო და უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას – ზელენსკი
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური