მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი გულორდავა გახდა

ზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი გულორდავა გახდა

Published on

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის, ზუგდიდის, აბაშის, კასპისა და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლიდნენ.
ზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ოდიშის 2-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, გიორგი გულორდავა გახდა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს – მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება ამ მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
გიორგი გულორდავა გარდა იმისა, რომ მაღალი ინტელექტით გამოირჩევა, ცოდნის ამაღლებას ჩინებულად უხამებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებს და ამავდროულად საფეხბურთო სფეროში ერთ-ერთი გამორჩეულია – გიორგი გულორდავა „ოდიში 1919“ ზუგდიდის თხუთმეთწლამდელთა გუნდის ფეხბურთელია და ამავე გუნდის კაპიტანი. თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ეტალონის გამარჯვებული, ნათელი ხაზია ჩვენი მომავალი თაობის, რომ ცოდნასთან ერთად შესაძლებელია საფეხბურთო სფეროშიც პროფესიონალი იყო – ნათელი მაგალითი ყველა მოზარდებისთვის, ქუჩიდან უდიდესი აქცენტი, თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინიციპებზე გადიტანონ და სპორტით დაკავდნენ.
კლუბის სახელით, ვულოცავთ ჩვენი გუნდის ჭაბუკთა ჯგუფის ღირსეულ კაპიტანს, ამ აღიარებას და ვუსურვებთ, უფრო დიდ წარმატებებს ასევე საფეხბურთო სფეროში.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...