უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა რუსული ძალების მიერ სამოქალაქო კოლონაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ ზაპოროჟიეს ტოვებდა.
“მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიიდან გამოსასვლელ სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე.” – თქვა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა Telegram-ზე.
მისი თქმით, ხალხი რიგში იყო ნათესავების წასაყვანად, დახმარების მისაწოდებლად.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს დალეწილი მანქანები, რამდენიმე გვამი ქუჩაში.