მთავარისიახლეებიმსოფლიორუსებმა ლოცვები გააძლიერეს, კირილ გუნდიაევს კი კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსებმა ლოცვები გააძლიერეს, კირილ გუნდიაევს კი კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

როგორც სხვადასხვა უკრაინული წყაროებით გავრცელებული ფოტოებით ირკვევა, რუსებმა ლოცვები გააძლიერეს და ღმერთს ლიმანის, იამპოლის, ტორსკოესა და სხვა დასახლებების რუსეთის არმიის კონტროლქვეშ დარჩენას შესთხოვენ.

“ასე იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამენ!”, – ღაღადებს წერილობითი სათხოვარი სანთლებისა და ხატების ფონზე.

ამასობაში კი მოსკოვის საპატრიარქომ ოფიცალურად განაცხადა, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ის იზოლაციაშია და მკურნალობის კურსს გადის. 

აქვე გეტყვით, რომ ლიმანის ალყა დადასტურებბულია – ქალაქის ალყაში მოქცევაზე ოფიციალური კომენტარი აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაურმა სერგეი ჩერევატინ გააკეთა:

“ლიმანთან რუსული შენაერთების ალყაში მოქცევის ოპერაცია დამამთავრებელ სტადიაშია”, – თქვა მან. ბოლო ინფორმაციით, ლიმაში ალყაში მოქცეულია დაახლოებით 5.000-მდე ოკუპანტი. მათი ნაწილი ტყეებში გარბის და ალყიდან გასასველს ეძებს, ნაწილი კი სამოქალაქო ტანსაცმლით შეიმოსა და მოპარული ავტოტრანსპორტით ცდილობს ალყიდან გასვლას. 

მათ ეგონათ, რომ ჩვენ მხოლოდ პოსტებს ვაქვეყნებდით FACEBOOK-ზე – ზალუჟნიმ ომის სამზადისი გაიხსენა

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...