მთავარისიახლეებიმსოფლიომათ ეგონათ, რომ ჩვენ მხოლოდ პოსტებს ვაქვეყნებდით FACEBOOK-ზე - ზალუჟნიმ ომის სამზადისი...

მათ ეგონათ, რომ ჩვენ მხოლოდ პოსტებს ვაქვეყნებდით FACEBOOK-ზე – ზალუჟნიმ ომის სამზადისი გაიხსენა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გავლენიან ამერიკულ გამოცემა THE TIME-თან ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორ ემზადებოდა უკრაინის არმია რუსეთთან ომისთვის : „ჩვენ სამხედრო ბაზებიდან იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გავიტანეთ და შევნიღბეთ“.

„გვჭირდებოდა გვემოქმედა იმგვარად, რომ მტერს ჰგონებოდა, თითქოს ჩვენს მუდმივ დისლოკაციის ადგილებზე, ბაზებზე ვიყავით განლაგებულნი, ვუყურებდით ტელევიზორს და პოსტებს ვაქვეყნებდით FACEBOOK-ზე. ამ დროს კი რეალურად მიმდინარეობდა სამხედრო ქვედანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის სხვადასხვა იმ უსაფრთხო ადგილებზე განაწილება, რომელთა არსებობის შესახებ რუსებს არც კი ჰქონდათ ინფორმაცია.“

„ომის საწყის ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო რუსებისთვის წინსვლის საშუალება მიგვეცა, შემდეგ კი ფრონტზე არსებული მათი კოლონები გაგვენადგურებინა და იერიშები მიგვეტანა მტრის ზურგში მათი მომარაგების, ლოგისტიკურ ხაზებზე.“

ზალუჟნიმ დარწმუნებით აღნიშნა, რომ ფრონტზე მიღწეული ბოლოდროინდელი წარმატებებით უკრაინამ მხოლოდ დრო მოიგო. „ რაც დანამდვილებით ვიცი რუსების შესახებ არის ის, რომ ჩვენი გამარჯვება არ იქნება საბოლოო. გამარჯვება შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ და მოვემზადოთ შემდეგი ომისთვის“.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...