მთავარისიახლეებიმსოფლიოიალტა, ალუპკა, სპარტაკი - პუტინის გამოსვლის დასრულებას ყირიმში აფეთქებები "დაემთხვა"

იალტა, ალუპკა, სპარტაკი – პუტინის გამოსვლის დასრულებას ყირიმში აფეთქებები “დაემთხვა”

Published on

ვლადიმირ პუტინის გამოსვლის დასრულებისთანავე, რა დროსაც მან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილებად გამოაცხადა, ყირიმის ნახევაკუნძულზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. 

აფეთქებების შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ და მიანიშნებენ, რომ ხმა თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში ისმოდა, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, უკრაინელთა იერიშის სამიზნე ერთდროულად რამდენიმე ლოკაცია გახდა. 

იალტა, ალუპკა, სპარტაკი – ეს ის დასახლებული პუნქტებია დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სადაც მოსახლეობა აფეთქების ხმებმა ძალიან შეაწუხა. 

შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ხერსონის ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიერთების შესახებ განაცხადა.

მან კიევი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას: “მაგრამ ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის არჩევანი არ გადაიხედება, ისინი ჩვენი მოქალაქეები გახდნენ – სამუდამოდ!” – დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა.

“ისინი ჩვენი მოქალაქეები გახდნენ – სამუდამოდ!” – რუსეთმა ახალი მიწები “შემოიმტკიცა” (ვიდეო)

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....