მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 217-ე დილას - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 217-ე დილას – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

კრემლმა უკვე გამოაცხადა ფსევდორეფერენდუმების შედეგები, რომელზეც უკვე გააკეთა კომენტარი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში”, – დაწერა მან. 

ამ “შედეგების” მიხედვით (რუსეთში გახსნილი უბნების საფუძველზე) ხერსონის ოლქის რუსეთისთვის მიერთებას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 96,75%; ზაპოროჟიის ოლქის მიერთებას – 97,81%; ე.წ. ლნრ-ის მიერთების მომხეეა 97,93%, ხოლო ე.წ. დნრ-ის მიერთება კი 98,69%-ს სურს.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ლიმანის მიმართულებით და ამზადებენ ამ ქალაქის ალყას, ათავისუფლებენ რა ახალ დასახლებულ პუნქტებს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ აშს-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ პირველი მობიზიზებულები უკრაინაში უკვე დაიხოცნენ.

მობილიზაციის გამოცხადებიდან სამი დღე-ღამის შემდეგ, 10-დან 20 ათასამდე მობილიზებული უკვე იყო ჩვენს საზღვრებთან. მათ უკვე შეავსეს სვატოვოსთან, ლიმანთან და კუპიანსკთან მდგარი შენაერთები. ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მათი ბედი სამწუხაროა, რადგან მოუმზადებლად მიჰყავთ ბრძოლის ველზე”, – ამბობს ოლექს არესტოვიჩი.

მოსკოვში კი, სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა, რომლებსაც მობილიზაციის უწყებები დააქვთ, იმ ბინების აღნიშნვა დაიწყეს, სადაც ვერ მოხვდნენ.

აშშ კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს (1,1 მილიარდი დოლარის ღირებულებით) ამზადებს, ხოლო ლიეტუვა უკრაინას გადასცემს სამხედრო-საზამთრო ტანსაცმელს, რაც ერთდროულად, 25.000 ჯარისკაცის შესამოსად იქნება საკმარისი. 

შავ ზღვაში რუსეთის სახომალდო შემადგენლობა ორჯერაა შემცირებული. მანევრირებაზე მყოფი 6 ერთეულიდან სამი რაკეტების მატარებელია, საერთო ზალპი კი 24 გასროლა “კალიბრის” ტიპის რაკეტაა. 

უკრაინა აშშ-სგან საწყის ეტაპზე მიიღებს NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის 16 გამშვებ დანადგარს – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, შავი ზღვის ყირიმის მიმართულებიდან ოდესისკენ, გამანადგურებელმა СУ-35-მა ორი “ჰაერი-ზედაპირის კლასის რაკეტა Х-59 ისროლა. ორივე რაკეტა ჰაერში განადგურდა”, – “სამხრეთის” გაერთიანებული სარდლობა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...