ზემო ლარსთან, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. თუმცა უწყებაში ჯერ არ აზუსტებენ, როდის მოხდება ეს.
ეს გადაწყვეტილება ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ჩრდ. ოსეთის შს მინისტრიც ესწრებოდა.
ამასთან, დღეს გავრცელდა კადრები, როგორ მიემართება ზემო ლარსისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა.
ზემო ლარსთან საქართველოში შემოსვლის მსურველი მანქანების რიგი ისევ 20 კმ-ზეა გადაჭიმული. დიდი რიგია ასევე საბაჟო პუნქტთან. გასაუბრების შემდეგ, ფაქტობრივად, უკან არავის აბრუნებენ და საქართველოში უშვებენ. საზღვარი საქართველოს არ ჩაუკეტავს და არც აპირებს. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის საშუალო ხანგრძლივობა 4-5 დღე-ღამეა, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით კი 4-5 საათი. რუსეთის მიმართულებით საცობები არ არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია 250 000-მდე რუსის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. მისი თქმით, დაახლოებით 4-5 დღის წინ 5-დან 6 ათასამდე ადამიანი შემოვიდა, ახლა კი მათი რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა.
რუსი “ავტორიტეტი” იგორ კუსკი, რომელიც 23-წლიან სასჯელს იხდიდა, უკრაინაში მოკლეს